ახალი ამბები

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

22 იანვარი, 2020 • 1636
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

პროკურორის თქმით, მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარეს საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაცია მიაწოდა. ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა:

“მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გ.ჯ-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება” ,- თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, კონკრეტულად რაზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ამ დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის განხილვა დახურულია.

ჯანაშიას სასამართლომ 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჯანაშიამ არასრულწლოვანი დავით სარალიძე ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი