ახალი ამბები

ლარი კინგი კოვიდ 19-ის დიაგნოზით  საავადმყოფოშია

3 იანვარი, 2021 • 934
ლარი კინგი კოვიდ 19-ის დიაგნოზით  საავადმყოფოშია

CNN-ის ლეგენდარული თოქ შოუს წამყვანი ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია – მას კოვიდ 19 დაუდასტურდა. 

CNN -ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ  87 წლის ლარი კინგი ლოს ანჟელესის საავადმყოფოში კვირაზე მეტია იმყოფება. 

სიენენის ცნობით, ლარი კინგს სხვადასხვა დაავადებები აქვს – მე-2 ტიპის დიაბეტი, ასევე ებრძოდა გულის შეტევებს, ხოლო 2017 წელს ფილტვის სიმსივნე დაუდასტურდა და ოპრაციამ წარმატებით ჩაიარა. 

ლეგენდარულ ლარი კინგს 25 წელზე მეტხანს მიჰყავდა “ლარი კინგის შოუ” CNN-ზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი