ახალი ამბები

საფრანგეთი: კლუბში  არალეგალურ წვეულებას 2500 ზე მეტი ადამიანი დაესწრო

2 იანვარი, 2021 • 749
საფრანგეთი: კლუბში  არალეგალურ წვეულებას 2500 ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფარნგეთში, სადაც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები და კომენდატის საათია დაწესებული, 2500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო კლუბში აკრძალულ წვეულებას. 

მინიმუმ სამი პოლიციელი დაშავდა შეტაკებისას, როცა პოლიცია ცდილობდა აღეკვეთა უკანონო წვეულება- იუწყება ბიბისი. 

ბიბისი საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რეივერები ძირითადად ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან არიან. 

ამ შემთხვევას პარასკევს საღამოს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური შეხვედრა მიუძღვნა და განაცხადა, რომ დაბლოკილია მანქანების გასასვლელები და პოლიციამ სიტყვიერად გააფრთხილა 200-ზე მეტი ადამიანი.

საფრანგეთმა ახალი წლის წინ მკაცრი შეზღუდვები დააწესა პანდემიის გამო. ქვეყანაში მოქმედებს კომენდატის საათი 20:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

პანდემიის დაწყების შემდეგ საფრანგეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა და 64 892 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი