ახალი ამბები

“გთხოვ, ისუნთქე” – წერილის ადრესატი პაციენტი გამოჯანმრთელდა

29 დეკემბერი, 2020 • 1429
“გთხოვ, ისუნთქე” – წერილის ადრესატი პაციენტი გამოჯანმრთელდა

“მამიკო, სანამ საჭმელს არ შეჭამ, არ წავალ. გარეთ წვიმს და იქ ვიდგები. მითხრეს, ცოტა ზარმაცობ. გთხოვ, ისუნთქე, მიყვარხარ. აქ ვართ ყველა”, – თაბახის ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი ეს წერილი 36 წლის ანა უტურაშვილმა საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ კოვიდინფიცირებულ მამას მისწერა.

ეს წერილი სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გააზიარა და “ნეტგაზეთმაც” გამოაქვეყნა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ წერილის ადრესატი პაციენტი, 63 წლის ვლადიმერ უტურაშვილი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია ექიიმა გაავრცელა სოციალური ქსელით.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

გთხოვ, ისუნთქე – წერილი კოვიდინფიცირებულ  მამას და ბრძოლა, რომელიც გრძელდება 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი