ახალი ამბები

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი, 2020 • 890
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიღებას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ბიუჯეტის განხილვებსა და კენჭისყრას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებოდნენ, რადგან ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

მომავალი წლის ბიუჯეტი 18,4 მილიარდი ლარი იქნება.

მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.3%-მდე შეამცირა. ხელისუფლების პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით შემცირდება.

იმის გამო, რომ 2020 წელს მთავრობამ საგარეო ვალი აიღო, წლის ბოლოს ვალის ოდენობა მშპ-ს 60%-ს მიაღწევს.

უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი