ახალი ამბები

ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის და უკვე პოლიტიკაშია — ნათელაშვილი

28 დეკემბერი, 2020 • 1060
ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის და უკვე პოლიტიკაშია — ნათელაშვილი

“ლეიობორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2022 წელსაა შესაძლებელი.

ნათელაშვილის თქმით, არჩევენები 2021 წლის ივნისამდე უნდა ჩატარდეს. როგორც ნათელაშილი ამბობს, ხაზარაძე საკითხებს პოლიტიკურად უნდა მუიდგეს და გაითვალისწინოს, რომ “ის ბანკში არ არის”.

“არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე[…] ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, ის უკვე პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების გადატანა და მით უფრო ამის მოთხოვნა, ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოელი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარეკებებზე საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც ხაზარაძე ამბობს, 2022 წელს სრულად პროპორციული სისტემით არჩევნები დაბალი ბარიერით უნდა ჩატარდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს “დაბალ ბარიერში”.

ჩემი აზრია, რომ 2022-ში რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია — ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი