ახალი ამბები

ჩემი აზრია, რომ 2022-ში რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია — ხაზარაძე

28 დეკემბერი, 2020 • 1394
ჩემი აზრია, რომ 2022-ში რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია — ხაზარაძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოელი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარეკებებზე საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც ხაზარაძე ამბობს, 2022 წელს სრულად პროპორციული სისტემით არჩევნები დაბალი ბარიერით უნდა ჩატარდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს “დაბალ ბარიერში”.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და რიგგარაშე არჩვნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნების ჩატარება. ეს იქნება გამოსავალი. ეს ჩემი პირადი აზრია და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს ეს ყველაფერი. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის, რომ საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზე შეთანხმებასთანაც თითქმის ახლოს ვართ”, — განაცხადა ხაზარაძემ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და დაანონსებულია მეხუთე რაუნდის გამართვაც. 5%-იანი ბარიერის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რაც პარლამენტში 113 დეპუტატის ყოფნას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი