ახალი ამბები

ციფრები არის კრიტიკული – კოვზანაძე 2021 წლის ბიუჯეტზე

27 დეკემბერი, 2020 • 758
ციფრები არის კრიტიკული – კოვზანაძე 2021 წლის ბიუჯეტზე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით ბიუჯეტში არსებული რიცხვები კრიტიკულია. ამის შესახებ კოვზანაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაურბა.

“ციფრები არის კრიტიკული, ვალი მთლიანად აჭარბებს 60%-იან ნიშნულს. დეფიციტიც არის მაღალი -7.6%, რაც მე მაწუხებს მთლიანობაში. აქედან გამომდინარე ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ეხლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს”, – განაცხადა კოვზანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტის მუშაობისთვის ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განხილვებისას ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა უმრავლესობის წარმომადგენლებს აფხიზლებდა ხოლმე:

“ადრეც ვამბობდი და ეხლაც შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი სურვილი იყო და არის ოპოზიციის მონაწილეობა განხილვებში. ყოველ შემთხვევაში იმ კომიტეტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ აქვს კარგი ტრადიცია, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა და დიდი განსხვავებისა ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მუშაობდა და თანამშრომლობდა გამოთქვამდა მოსაზრებებს, კრიტიკას, რომელიც სიმართლე გითხრათ, აფხიზლებდა, როგორც ტრიბუნასთან მდგომ ადამიანს, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს. ამიტომ მათი მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისთვის… მე თვითონ მაქვს დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს”, – განაცხადა კოვზანაძემ.

უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი