ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კორონა ვირუსი დაუდგინდა

27 დეკემბერი, 2020 • 1238
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კორონა ვირუსი დაუდგინდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს კორონა ვირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვირუსული ინფექცია მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ბჟანია თავს კარგად გრძნობს.

“იგი სოხუმში, ოფიციალურ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს”, – ნათქვამია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დროს დაინფიცირდა ასლან ბჟანია. იგი დეკემბრის თვის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდა რუს მაღალჩინოსნებს და მოლაპარაკებებს მართავდა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამის შესახებ.


ბჟანიას მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის აქრივიდან:

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

მასალების გადაბეჭდვის წესი