ახალი ამბები

ვარშალომიძე მელიას ენმ-ის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

25 დეკემბერი, 2020 • 1415
ვარშალომიძე მელიას ენმ-ის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის დისტანციურ კენჭისყრაში ვარშალომიძე მელიას ოპონენტი იყო.

„ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“, – წერს ვარშალომიძე.

ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!

ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა…

Posted by Levan Varshalomidze on Friday, 25 December 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, წინასწარი შედეგით, ნიკა მელიამ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია ავრცელებს.

ენმ-მ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

წაიკითხეთ ვრცლად:

წინასწარი შედეგით ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი