ახალი ამბები

პრეზიდენტმა გახარიას პრემიერად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

24 დეკემბერი, 2020 • 847
პრეზიდენტმა გახარიას პრემიერად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნის განკარგულებას ხელი დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა.

“საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია”, – წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს სალომე ზურაბიშვილი აწერს.

ასევე დღეს, 24 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა ახალმა პარლამენტმა ერთპარტიული შემადგენლობით განიხილა და 85 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა უცვლელია, ერთადერთი ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძეა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულდებდა. ამასთან, ლორთქიფანიძე მთავრობის შემადგენლობაში დროებით არის, ვინაიდან საქმიანობას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ გააგრძელებს.

გაიგეთ მეტი:

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი