ახალი ამბები

მთავრობა ეფექტურად მუშაობს, იგივე შემადგენლობა ლოგიკურია — გახარია

23 დეკემბერი, 2020 • 1223
მთავრობა ეფექტურად მუშაობს, იგივე შემადგენლობა ლოგიკურია — გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი იმიტომ არ შეიცვალა, რომ არსებული მთავრობა ეფექტურად მუშაობს. ამის შესახებ მან დღეს, 23 დეკემბერს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი მიმართულებით მთავრობაში სისტემური რეფორმებია დაწყებული და  ბოლომდეა მისაყვანი.

როგორც გახარია ამბობს, გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც, რატომ უნდა მომხდარიყო მთავრობაში ცვლილებები

“რა თქმა უნდა, მთავრობის იგივე შემადგენლობა არის ლოგიკური როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს”, — განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ 1 წევრი, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია შეცვლილი.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი