ახალი ამბები

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა [სია]

18 დეკემბერი, 2020 • 1012
პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა [სია]

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში წარდგენილნი არიან:

  1.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
  4. თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  5. იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  8. საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  9. ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  10. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი