ახალი ამბები

ცხინვალში გატაცებული მირიან თეზიაშვილი თავისუფალია

22 დეკემბერი, 2020 • 1150
ცხინვალში გატაცებული მირიან თეზიაშვილი თავისუფალია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, რომ ცხინვალის მიმართულებით გატაცებული 65 წლის მირიან თაზიაშვილი თავისუფალია.

ახვლედიანის ინფორმაციით, თეზიაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

ზარდიაანთკარელი მირიან თეზიაშვილი ცხინვალის მიმართულებით გუშინ, 21 დეკემბერს გაიტაცეს. ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი