ახალი ამბები

ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური არსებობს? – ლადო კახაძე მინისტრს

22 დეკემბერი, 2020 • 1006
ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური არსებობს?  – ლადო კახაძე მინისტრს

“ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური [გამოფიტვა], არსებობს თუ არა? და ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით”, – ეს კითხვა “ქართული ოცნების” წევრმა, ლადო კახაძემ მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე დასვა.

მისი თქმით, ჟურნალისტები ამ თემაზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ:

“უნდა ვთქვა ერთი შეკითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. მე კიდევ უარესი სიტყვა მესმის, შიმშილით სიკვდილი. ექიმს ეს მიკვირს, რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალსიტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ, მე კი არ ვუცხრები, მაგრამ ვთხოვ, აი, იატრაგონულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყევტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება მაქვს და ამხელა ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური არსებობს თუ არა? და ერთი მაგალითი თუ არის მითხარით”, – განაცხადა კახაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი