ახალი ამბები

ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის ორგანიზაციაა – USAID

14 დეკემბერი, 2020 • 1699
ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის ორგანიზაციაა – USAID

აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მიესალმება „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ გადაწყვეტილებას, გადაამოწმოს პარალელური დათვლის შედეგები.

ამ განცხადებაში USAID წერს, რომ ISFED-თან ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს – „ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში,“.

„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭვირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, – ამბობს ორგანიზია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ISFED-მა პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ პირველად USAID-ს შეატყობინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის თქმით,  USAID-ს ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს აცნობეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი