ახალი ამბები

ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

14 დეკემბერი, 2020 • 1229
ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების”(ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგების აუდიტი 9 ნოემბრის კვირაში დაიწყო.

ასე უპასუხა, მან “მთავარი არხის” ეთერში ნიკა გვარამიას კითხვას, როდის დაიწყო ორგანიზაციამ შიდა აუდიტი.

“10 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ პირველად გააჟღერა PVT-ის შედეგებთან დაკავშირებით, რომ ხარვეზებია და არეულია პროგრამაში. 10 ნოემბრიდან დაიწყეს, საუბარი, რომ იქ რაღაც შეცდომაა, გადავთვალოთ PVT-ითი და თუ 1%-იანი სხვაობა იქნა… თქვენ როდის დაიწყეთ შიდა აუდიტის ჩატარება?” — ჰკითხა გვარამიამ.

“ჩვენ დავიწყეთ 9 ნოემბრის კვირაში, ანუ როგორ წესი, 1 კვირით ხდება ხოლმე მერე”, — უპასუხა გვრამიას ნიჟარაძემ.

კითხვაზე, ვინ იყო ადამიანი ან ორგანიზაცია, ვინც თვქა, რომ ხარვეზია და უნდა გადაეთვალათ, ნიჟარაძე პასუხობს, რომ მათ არანაირი ზედამხედველი ორგანიზაციები არ ჰყავთ და აუდიტს “სამართლიანი არჩევნები”ატარებს და გადაწყვეტილებასაც თავად იღებს.

კითხვებზე, რატომ მიიღეეს აუდიტის შესახებ გადაწყვეტილება, რატომ დადგა შედეგი პარლამენტში შესვლის დღეს და ვის მიაწოდეს პირველად ხარვეზის შესახებ ინფორმაცია, ნიჟარაძე პასუხობს, რომ ეს ორგანიზაცია USAID (აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) იყო. მისივე თქმით, USAID-ს ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს აცნობეს.

“სამართლიანმა არჩევნებმა” იცოდა ამის შესახებ, ჩვენ როდესაც დავადგინეთ ამის შესახებ და უკვე საბოლოო ინფორმაცი გვქონდა, ამის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს დონორ ორგანიზაციას. USAID არის დონორი ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს”, — ამბობს ნიჟარაძე.

კითხვას USAID-ის მხრიდან ინფორმაციის შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით, ნიჟარაძე პასუხობს, რომ გამორიცხულია.

“არა, მე გამოვრიცხავ USAID-ს მხრიდან. მე ნდობა მაქვს დონორის მიმართ და აქ სრულად გამოვრიცხავ”, — ამბობს ნიჟარაძე.

ასევე, ელენე ნიჟარაძის თქმით,  არ აქვს ინფორმაცია და არანაირი ეჭვი, რომ ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის მხრიდან გაეჟონა.

კითხვაზე, რატომ განაცხადა ხარვეზის შესახებ ორგანიზაციამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, 11 დეკემბერს, ნიჟარაძე პასუხობს, რომ ამ ამბის გამოქვეყნების გადადება მისი მხრიდან არაადეკვატური იქნებოდა მაშინ, როცა “ქართული ოცნება” ამ ამბავს ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად იყენებდა.

“მე 9 დეკემბერს მივიღე ამის შესახებ ინფორმაცია. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გავიგე, რომ “ქართული ოცნება” არაკეთილსინდისიერად იყენებს ჩემი მონიტორინგის შედეგებს და მოლაპარაკაბების მეორე მხარე შეჰყავს შეცდომაში[…] ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ძალიან გამიკვირდა, ჩემთვის უცნობი არის რა ხდება იმ მოლაპარაკებების პროცესში, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. გავიგე ამის შესახებ, ამის მერე კიდევ რომ გადამედო და გამეჭიანურებინა ამ ინფორმაციის გამოქყვეყნება, ეს იქნებოდა ძალიან არაადეკვატური საქციელი, გამოდიოდა, რომ მე ხელს ვუწყობდი”, — ამბობს ნიჟარაძე.

ამასთან, ელენე ნიჟარაძის თქმით, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი