ახალი ამბები

FB მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

10 დეკემბერი, 2020 • 4089
FB მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

ფეისბუკ მესენჯერი შეფერხებით მუშაობს საქართველოში. როგორც სოციალური ქსელების მომხარებლები წერენ, მესენჯერი შეფერხებით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, უნგრეთში, აშშ-ში და ა.შ.

Down Detector-ის ინფორმაციით, მესენჯერმა მასობრივად დაიწყო შეფერხებით მუშაობა თბილისის დროით, დაახლოებით 13:00 საათისთვის. რაც შეეხება პრობლემას, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეტყობინებების გაგზავნა და მიღება შეფერხებით ხდება, ძირითად შემთხვევაში კი აპლიკაცია წითელ ძახილის ნიშანს აჩვენებს გაგზავნილ ტექსტზე, ჩათის ფანჯარაში კი წერია, რომ ინტერნეტთან წვდომა არ არის.

ფოტო: Down Detector-ის რუკა

აღნიშნული პრობლემის მიზეზების შესახებ ფეისბუკ მესენჯერის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია.

Down Detector-ის რუკის მიხედვით, ამ დროისთვის პრობლემა შედარებით აღმოიფხვრა თბილისში, თუმცა მომხამრებლების ნაწილს მესენჯერთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე [14:50] აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი