ახალი ამბები

ბოლო 24 საათში საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, დაჯარიმდა 2 – შრომის ინსპექცია

10 დეკემბერი, 2020 • 607
ბოლო 24 საათში საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, დაჯარიმდა 2 – შრომის ინსპექცია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა და დაჯარიმდა 2 ობიექტი. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, მათ შორის, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408-ზე.

ასევე, ფერაძის განცხადებით,  ხელახალი მონიტორინგი ჩატარდა 156 ობიექტზე. კორონავისურის გამო დაწესებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯამში, 22 ობიექტი შემოწმდა.

28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით კი საზედამხედველო უწყებებმა 26 231 ობიექტი შეამოწმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი