ახალი ამბებიეკონომიკა

საჯარო სამსახურებში სახელფასო ხარჯი 60 მლნ ლარით იზრდება – ბიუჯეტის პროექტი

1 დეკემბერი, 2020 • 1385
საჯარო სამსახურებში სახელფასო ხარჯი 60 მლნ ლარით იზრდება – ბიუჯეტის პროექტი

2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წელს 356 ადამიანით გაიზრდება და, ჯამში, 112 570-ს მიაღწევს. საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 2020 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით დაახლოებით 60 მლნ ლარით გაიზრდება და 1.6 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარუდგინა. მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.3%-მდე შეამცირა. 28 ნოემბრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ხელისუფლების პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით შემცირდება.

მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პირველი ვერსია ოქტომბერში წარუდგინა. პროექტის პირველადი ვერსია ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე დაგეგმა. ამას გარდა, მასში არ იყო გათვალისწინებული პანდემიის ხარჯებიც.

მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი