ახალი ამბები

173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 ნოემბერი, 2020 • 808
173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან 173 -ს კოვიდ-19 აქვს დადასტურებული, ინფიცირებულთან კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში  PCR ტესტი უტარდებათ.

კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს, განსაკუთრებით კი კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

“მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების. ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი