ახალი ამბები

ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

28 ნოემბერი, 2020 • 2227
ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, თალაკვაძემ “თავისი სურვილის საფუძველზე” დაწერა განცხადება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას.

ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა, ზემოხსენებულ თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი