ახალი ამბები

“ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც- ველოსიპედით” – გახარია დეპუტატების პარლამენტში შეკრებაზე

26 ნოემბერი, 2020 • 1463
“ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც- ველოსიპედით” – გახარია დეპუტატების პარლამენტში შეკრებაზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში დღეს დააანონსებული ორთვიანი შეზღუდვები ახალი მოწმვევის პარლამენტის შეკრებას ხელს არ შეუშლის. გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ დეპუტატებს პირველ სხდომაზე მისვლა საკუთარი ავტომობილებით ან/და ველოსიპედითაც შეუძლიათ.

“დეპუტატები ჩვეულებრივად შეიკრიბებიან. გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც კი- ველოსიპედით… არ ვიცი, რაღაცით შეიკრიბებიან. არ მგონია, რომ ეს [შეზღუდვები] დეპუტატების შეკრებისთვის პრობლემა იყოს”,-აცხადებს გახარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაშვებული იქნება თუ არა საპროტესტო აქციები, გახარიამ უპასუხა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება:

“საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც რატომღაც დღეს სწყინს, როცა ეპიდემიოლოგების მხრიდან შედარება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობის. არ ვიცი, გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობაა, მაგალითად, ქორწილს, ქელეხს და აქციას შორის?! არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს: პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ”,-ამბობს გახარია.

26 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ორთვიანი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა. რეგულაციები შეეხო როგორც საცალო ვაჭრობას, ასევე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. ახალი შეზღუდვები ნახეთ აქ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი