ახალი ამბები

გახარია საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდებს

26 ნოემბერი, 2020 • 1208
გახარია საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აგიტატორებსა და კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში იყვნენ ჩართული, ერთი კვირით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა კარანტინში გადასვლას ვერავის დაავალდებულებს, თუმცა, ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა ერთკვირიანი იზოლირება იმ პირების, რომელთა მობილობაც არჩევნების პერიოდში მაღალი იყო:

“ლოგიკა მთავრობის შესათავაზები არის რეკომენდაცია. ჩვენ არ შეგვიძლია, პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები დავავალდებულოთ, გადავიდნენ კარნტინში, თუმცა, ჯანდაცვის ინტერესებიდან გადმომდინარე, როდესაც პოლიტიკურ აქტივისტები, აგიტატორები ან კოორდინატორები არიან უდიდესი მობილობის ადამიანები, არჩევნების დასრულების შემდგომ მათი თვითიზოლაციაში გადასვლა სწორია. მე ყველას მოვუწოდებ, გადავიდნენ თვითიზოლაციაში, თუ ეს არ გაუკეთებიათ”, – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი