ახალი ამბები

გახარიას თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა არჩევნების გამო არ მომხდარა

26 ნოემბერი, 2020 • 809
გახარიას თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა არჩევნების გამო არ მომხდარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ შემოდგომაზე ინფიცირების რაოდენობის დიდი ზრდის მიზეზი არჩევნები არ არის. გახარია აცხადებს, რომ არჩევნები კორონავირუსის გამო არ უნდა გადადებულიყო.

„არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში.

ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ვსაუბრობდით ივნისში, ივლისშიც და აგვისტოშიც. ამისთვის ვემზადებოდით, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი მდგენელის ნაცვლად რომ გაჩნდა სამი მდგენელი, უფრო მეტ კომპრომისზე მოგვიწია წასვლა“, – აცხადებს გახარია.

დღეს მთავრობამ იმ შეზღუდვათა ნუსხა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის გამო 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დაწესდება.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი