ახალი ამბები

მარტო უცხოელებთან მისვლა არ კმარა, ჩვენთანაც მოვიდნენ — მეუფე იაკობის შეთავაზება პარტიებს

24 ნოემბერი, 2020 • 1167
მარტო უცხოელებთან მისვლა არ კმარა, ჩვენთანაც მოვიდნენ — მეუფე იაკობის შეთავაზება პარტიებს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებაც ისაუბრა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, კრიზის დასაძლევად “უცხოელებთან მისვლა არ კმარა”.

ის პოლიტიკურ მხარეებს სთავაზობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ეკლესიასაც მიმართონ.

“არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არცერთ მხარეს ამ არჩევნებზე[…] ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ  და ჩიხიდან გამოსვლა არ გინდა,  არ არსებობს”, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები, ამ მიზეზით, ისინი უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.  ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი