ახალი ამბებირეკლამა

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“? 

24 ნოემბერი, 2020 • 1020
როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“? 

პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ ამძიმებს არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში. ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაც უდიდესი დარტყმა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. საყოველთაო კარანტინმა ბევრი მეწარმე აიძულა, დაეხურა ბიზნესი – ზოგს დროებით, ზოგსაც გაცილებით დიდი ხნით ან სამუდამოდაც კი. სამწუხარო რეალობაა, რომ და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია უკეთესობის იმედს ახლო მომავალში ნამდვილად არ გვაძლევს. მრავალი რეკომენდაცია არსებობს, როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს თავი დაიზღვიონ ეკონომიკურად „დაინფიცირებისგან“, რაც შეიძლება არა მხოლოდ დროებით დახურვას, არამედ საქმიანობის დასასრულსაც ნიშნავს არაერთი ბიზნესისა თუ მეწარმისთვის.

„ლოქდაუნი“ კვლავაც მოსალოდნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი და საქმიანობა აუცილებლად უნდა გაჩერდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პარალიზების თავიდან აცილებას შესაძლებელს ხდის, თანაც არც ისე რთული გადაწყვეტებით. ამიტომ თუ არ გსურთ, გააჩეროთ თქვენი ბიზნესი და მიმდინარე საქმიანობა, პირველ რიგში ამ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციაა საჭირო.

ხსნა ინტერნეტშია

პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ ფიზიკური დახურვა არ ნიშნავს ბიზნესის საბოლოოდ დახურვას. ინტერნეტი ის სივრცეა, სადაც ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის ფუნქციონირების გაგრძელება. თანაც, ეს ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც ბევრ მცირე მეწარმესა თუ მფლობელს შეიძლება ეგონოს.ინტერნეტთან ადაპტაცია მარტივია და ხელმისაწვდომიც. მთავარია კარგად მოარგოთ თქვენი ოპერაციების ინტერნეტ გარემოს.

ოპერაციების პროცესების გადატანა ინტერნეტში

რეალურად, უმრავლესი ბიზნესისთვის, ოპერაციები შეგვიძლია ორ დიდ კატეგორიად დავყოთ:

[checklist]

  • შიდა პროცესები, რაც გულისხმობს მარაგების მართვას, შემოსავლების აღრიცხვას და ბუღალტერიას
  • გარე პროცესები – მომხმარებლის მოზიდვა, გაყიდვის დასრულება, გადახდის მეთოდები და მომხმარებლისთვის მიწოდება

[/checklist]

ამ ყველაფრისთვის ერთერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა www.adapter.ge -ა, ადაპტაციის პროგრამა ბიზნესებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციის ინტერნეტში გადატანაში, ყველაზე სწრაფად, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა სახის ინვესტიციის გარეშე.

ადაპტერში ჩართვით ნიშნავს, რომ:

[checklist]

  • თუ ფიზიკური მაღაზია დაიკეტა, შენი მაღაზია გააგრძელებს მუშაობას ინტერნეტ სივრცეში – www.extra.ge ს ინტერნეტ მოლს ყოველდღიურად 40 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს. წარმოიდგინე, შენი მაღაზია ყველაზე დიდ მოლში რომ იყოს და მის წინ ყოველდღიურად ათეულობით ათასი ადამიანი მიდი-მოდიოდეს, რომელსაც ყიდვა სურს გარკვეული ნივთების. ცხადია გაცილებით დიდია ალბათობა იმისა, რომ შენი შეთავაზებაც მათი ყურადღების არეში მოექცეს და გაიჩინო ახალი მომხმარებლებიც, რომლებიც მანამდე ვერ გპოულობდნენ.
  • აკონტროლებ და მართავ შენ მარაგებს ინტერნეტით – www.optimo.ge – არის მარტივი პროგრამა, რომელიც დაგეხმარება, როგორც შენი არსებული მარაგის ინვენტარიზაციაში და აღრიცხვაში, ასევე გაყიდვებისა და შემოსავლის აღრიცხვაში, რომ ზუსტად ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან ნახო, რამდენი გაყიდე, რა შემოსავალი მიიღე და რა პროდუქცია გაქვს მარაგში.
  • სარგებლობ მიწოდების სერვისით – Extra.ge-ს საკურიერო მომსახურება მიაწვდის შენს გაყიდულ პროდუქციას მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგულაციის დაცვითა და სრული პასუხისმგებლობით.
  • ფიქრობ რომ ფიზიკური საწყობის დაკეტვაც მოგიწევს?  – ადაპტერი საწყობის მომსახურებასაც გთავაზობს. შეგიძლია შენი პროდუქცია დროებით განათავსო ჩვენს საწყობში, საიდანაც გაყიდვის შემდეგ ტრანსპორტირება პირდაპირ მოხდება. შესაბამისად, შენი საწყობის გახსნაც კი აღარ მოგიწევს.
  • ლიცენზია? – ადაპტერში ინტეგრირებული ყველა სერვისი ავტორიზებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც გაყიდვის, ისე მიწოდებისპროცესი სრულად რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. შესაბამისად, ლიცენზიაზე საფიქრალიც არ გაქვს. ადაპტერში ჩართვით, ლიცენზია მომენტალურად შენზეც გავრცელდება.

[/checklist]

სიტუაცია რთულია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ რთულ სიტუაციაშიც არ შეიძლება გამოსავლის პოვნა. ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ და გავუმკლავდეთ. ამაში კი რესურსების გაერთიანება, გაზიარება და ერთმანეთის დახმარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს – განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

ასე რომ, თუ ფლობთ ბიზნესს, მაღაზიას, ან ყიდით საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს და ფიქრობთ, რომ მოსალოდნელი კარანტინი თქვენი ბიზნესის პარალიზებას ან შეფერხებას მოახდენს, ნუ დანებდებით მარტივად.
ჩაერთეთ ადაპტერში.

რათა კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდნენ და გაგაცნონ პროექტის დეტალები შენი ბიზნესისთვის, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/2UXCs1Q

ეს პირველი ნაბიჯი იქნება ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად. დანარჩენს კი ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი