არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.
ცესკოს მონაცემებით, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი – კახეთში.
თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 219 211 ადამიანი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 21.9%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა. ცესკოს ინფორმაციით, უბნებზე ამომრჩეველთა 33.7% მივიდა(51 785 ადამიანი).
რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით: ყველაზე მაღალი აქტივობა ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს ოლქში დაფიქსირდა. აქ ამომრჩეველთა 39.29%(37 987 ადამიანი) მივიდა უბნებზე. ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში: აქ სულ 20.04%-მა მისცა ხმა, რაც 27 046 მოქალაქეს უდრის.







