ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა 26.29% მივიდა

21 ნოემბერი, 2020 •
წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა 26.29% მივიდა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. უბნები უკვე დაიხურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე  ამომრჩეველთა 26.29% გამოცხადდა. ეს იმას ნიშავს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა.

შედარებისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 37.5% გამოცხადდა(929 265 ადამიანი).

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი