ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 16.47%-ია – ცესკო

21 ნოემბერი, 2020 • 573
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 16.47%-ია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი გამოცხადდა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რაც საერთო რაოდენობის 16.47%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა – 21% – კახეთის რეგიონში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი – 13.9% – თბილისში.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი