ახალი ამბები

ზესტაფონში კაცმა ინტერნეტის გადამცემ ბოძს ცეცხლი წაუკიდა

19 ნოემბერი, 2020 • 895
ზესტაფონში კაცმა ინტერნეტის გადამცემ ბოძს ცეცხლი წაუკიდა

ზესტაფონში კაცმა “სილქნეტის” ინტერნეტის გადამცემ ბოძს ცეცხლი წაუკიდა.

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანია “სილქნეტში” განუცხადეს,  კაცმა მათ ტერიტორიაზე საბურავები დაწვა. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, მოწმდება გადამცემი და შესაბამისი ტექნიკა, რის გამოც აბონენტების ნაწილს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება. მოკვლევის დასრულების შემდეგ კი, მათი თქმით, ინტერნეტმომარაგება აღდგება.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მინდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტოზე: დამწვარი გადამცემი/რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი