ახალი ამბები

ნათელაშვილი “ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებზე არ წავიდნენ

17 ნოემბერი, 2020 • 725
ნათელაშვილი “ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებზე არ წავიდნენ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართა:

“ცესკოს მივმართე განცხადებით, სადაც მე, შალვა ნათელაშვილი, უარს ვაცხადებ მივიღო მონაწილოება ნაძალადევის რაიონში მეორე ტურად წოდებულ მაჟორიტარულ არჩევნებში, რადგან ეს იქნება ჩემი ამაყი ნაძალადაველებისა და სრულიად საქართველოს შურაცხყოფა, როცა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და ცდილობს ეს შედეგები დაიპატრონოს.

მე ვუცხადებ ნაძალადეველებს, მათ გვერდით ვარ, მაგრამ ერთად უნდა მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს, სადაც ხმას ექნება ფასი. ივანიშვილი უნდა ამოვძირკოვთ ჩვენი მამულიდან. ამისათვის მოვუწოდებ ქოცხროვის მომხრეებს. არ გამოვიდნენ სახლიდან, ერთხელ მაინც შეიყვარეთ სამშობლო თქვენს კუჭზე, ტენდერზე და მილიონებზე მეტად, არ წახვიდეთ არჩევნებზე, ეს იქნება ბერბიჭაშვილის გზა”, – ამბობს ნათელაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ოქტომბერს იმართება და მასში მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი