ახალი ამბები

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რეინჯერი დაიღუპა

15 ნოემბერი, 2020 • 1145
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რეინჯერი დაიღუპა

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი