ახალი ამბები

ვაშაძე: ხელახალი არჩევნები თუ დაინიშნება, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მივიღებ

13 ნოემბერი, 2020 • 1442
ვაშაძე: ხელახალი არჩევნები თუ დაინიშნება, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მივიღებ

“ტელეკომპანია” პირველის ეთერში ჟრუანლისტის კითხვის საპასუხოდ, მიიღებს თუ არა გრიგოლ ვაშაძე ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ოპოზიციის პროტესტი შედეგიანი იქნება და განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, პასუხობს, რომ დიდი ალბათობით – არა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ვაშაძე ამბობს, რომ ცხოვრებაში გარკვეული თავები იწყება და მთავრდება და მას არ სურს 30 წელი ამ ასპარეზზე დარჩეს და პარტიები შეიცვალოს:

“დიდი ალბათობით, არა, ზუსტად არ გადამიწყვეტია, მაგრამ, დიდი ალბათობით, არ მივიღებ […] რაღაცა თავი ცხოვრებაში იწყება და მთავრდება. მე არ მითქვამს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ გითხრათ, მე ვაპირებ 30 წელი ვიბალახო ამ მოედანზე, როგორც ზოგიერთები აკეთებენ და ერტი პარტიიდან მეორეში ვირბინო და ა.შ. ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარლამენტში არ შედიან და არც მეორე ტურებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მიდგომა შეიცვლება, ვაშაძის თქმით, თავად ის პარლამენტში არ შევა:

“ჩვენ თავიდანვე მოვილაპარაკეთ [ქუთაისის შტაბში], ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, შევდივართ, ვერ ვიგებთ – მე სიით პარლამენტში არ შევდივარ” ,- ამბობს გრიგოლ ვაშაძე “ტელეკომპანია პირველთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი