ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიცია ფაშინიანს შუაღამემდე აძლევს ვადას პოსტის დასატოვებლად

11 ნოემბერი, 2020 • 813
ოპოზიცია ფაშინიანს შუაღამემდე აძლევს ვადას პოსტის დასატოვებლად

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანს შუაღამემდე აძლევენ ვადას, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვოს.

ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ეს განცხადება აქციაზე გააკეთა დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუთიუნის“ ლიდერმა, იშხნ საღეთელიანმა. დემონსტრანტები მისი სიტყვის ფონზე სკანდირებენ: „ნიკოლ, გადადექი“.

როგორც საღეთელიანმა თქვა, ოპოზიცია ითხოვს, ან თავად დატოვოს ფაშინიანმა პოსტი, ან ფაშინიანის პარტიის საპარლამენტო უმრავესობის 88 წევრმა საგანგებო საპარლამენტო სესიაზე მხარი დაუჭიროს მის იმპიჩმენტს.


17 ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით დღეს ერევანში ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც იყო აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმების გაუქმება და ყარაბაღში ომის გაგრძელება.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა და რომელსაც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

ვრლცად:

ერევანში ოპოზიციის აქციის დაწყებამდე პოლიცია მის მონაწილეებს აკავებს

ერევანში ომის დასრულებაზე გადაწყვეტილების წინააღმდეგ აქცია იმართება

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

მასალების გადაბეჭდვის წესი