ახალი ამბები

უმჯობესი იქნება, თუ პომპეო უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში — უდუმაშვილი

11 ნოემბერი, 2020 • 913
უმჯობესი იქნება, თუ პომპეო უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში — უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდამაშვილის თქმით, უმბჯობესი იქნება, თუ საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციასაც შეხვდება.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. ჯერჯერობით რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის, ძალიან კარგად არის ინფორმირებული ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაზეც ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში”, — განაცხადა უდუმაშვილმა.

მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პატრიარქ ილია მეორეს.

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი