ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

9 ნოემბერი, 2020 • 1422
რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში- 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა.

არასამთავორბო ორგანიზაციები, GDI, ISFED და HRC ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

თუმცა, დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით მათ რუსთაველის გამზირზე დარჩენას ვერ დაავალდებულებდა.

დღეს, 22:00 საათიდან, რუსთაველის გაზმირზე, ოპოზიციის აქციასთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქცია, სახელწოდებით “დაუმორჩილებლობა” მიმდინარეობს. 22:00 საათამდე რამდენიმე წუთით პოლიციამ “სირცხვილიას” 3 აქტივისტი დააკავა. მათ შორის არიან გიორგი მჟავანაძე, ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. აქტივისტები აქციაზე გასათბობად შეშის მიტანას ცდილობდნენ.

NGO-ები: მთავრობის დადგენილებით “კომენდანტის საათის” შემოღება არაკონსტიტუციურია

მასალების გადაბეჭდვის წესი