ახალი ამბები

ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ აქ დარჩნენ — ვაშაძე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

9 ნოემბერი, 2020 • 1433
ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ აქ დარჩნენ — ვაშაძე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს, 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენასთან დაკავშირებით პარტიები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამის შესახებ მან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ.

“დღეს საღამოს გვექნება მიმართვები ხალხთან. 10 საათის შემდეგ სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებს აქვთ სხვადასხვა ღონისძიება, ინდივიდუალურად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მე ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ აქ დარჩნენ, პირადად რასაც ვიზამთ, ნახავთ”, — განაცხადა ვაშაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”. მისივე თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს.

კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს — IDFI

მასალების გადაბეჭდვის წესი