ახალი ამბები

რაც არ უნდა დაგვარბიონ, რაც არ უნდა გვასხან წყალი, უარესი მოუვათ — დეკანოიძე “ოცნებაზე”

8 ნოემბერი, 2020 • 1228
რაც არ უნდა დაგვარბიონ, რაც არ უნდა გვასხან წყალი, უარესი მოუვათ — დეკანოიძე “ოცნებაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ცესკოსთან შენობასთან შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში წყლის ჭავლის გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება.

დეკანოიძე პოლიციელებს მოუწოდებს, რომ “ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნენ” და ბიძინა ივანიშვილს “არ გადაეფარონ.

“ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე ამ ადამიანების წინაამღდეგ პანდემიის პირობებში გამოიყენეს წყლის ჭავლი, ეს ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. ეს არი კრიმინალური ხელისუფლება ჩვეულებრივ და ქალბატონი თამარ ჟვანია არის კრიმინალი, პირდაპირ სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც იყინებს ახლა ძალას ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავთმობთ, აქ უკვე პოლიტიკაზეც აღარ არის საუბარი, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ თავისუფალი არჩევნები, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს აქ [ცესკოს შენობაში] არსებული ადმინისტრაციის გარეშე. ამიტომ ეს არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება ჩვენ.

რაც არ უნდა დაგვარბიონ, რაც არ უნდა გვასხან წყალი, პირიქით უარესი მოუვათ. მივმართავ ყველა პოლიციელს, ნუ წახვალთ ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გადაეფაროთ”, — განაცხადა დეკანოიძემ “ფორმულასთან”.

მისი თქმით, ცესკოსთან შეკრებილები მანამ არ დაიშლებიან, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ შესრულდება და ცესკოს თამვჯდომარე და შემადგენლობა არ შეიცვლება და განმეორებითი არჩევნები არ დაინიშნება.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი