ახალი ამბები

დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით – მარგველაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს

8 ნოემბერი, 2020 • 864
დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით – მარგველაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს

თბილისში პარლამენტთან საპროტესტო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა:

„მადლობა თანადგომისთვის და მინდა, ერთი რამე გითხრათ. მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს. თქვენც იცნობთ, მაგრამ ალბათ მე უკეთ ვიცნობ. და ეს იცოდეთ: როდესაც რუსთაველი ასე ივსება, და როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. და დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით. ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს“.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა: „ჩვენ დღეს ვდგავრთ აქ გაბრზებულები, ჩვენ დღეს ვდგავრთ აქ შეურაცყოფილები. და ცოტა გაოცებულებიც ვდგავართ, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ისტორიის. ვერ ისწავლა, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებ. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორ შეიძლება, ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ ცნობდე ამ საზოგადოებას?.. ჩვენ აქ ვდგავართმ ამდენი წლის განმავლობაში, და არცერთხელ არ წაუგია ქართულ საზოგადოებას. როგორ შეიძლება ეს არ იცოდე“?

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. დემონსტრანტების პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

პარლამენტთან ოპოზიცია შეიკრიბა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად [Live]


წინა დღით აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ აქციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ პროცესებზე განცხადება. ისინი, ერთი მხრივ, პროტესტისას პანდემიის თანმდევი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, მეორე მხრივ კი – არჩევნებზე შესაძლო დარღვევების სამართლებრივ ჩარჩოებში განხილვის მნიშვნელობას.

ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დიპლომატიური უწყებები მზადყოფნას გამოთქვამენ, ზემოხსენებული მიზნების მიღწევაში თავიანთი წვლილიც შეიტანონ.

„საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნავენ დიპლომატები და დასძენენ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი