ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2021 წელს „თურქვიზია“ ჩატარდება ქალაქ შუშაში, რომელიც ბაქომ დაიკავა

19 ნოემბერი, 2020 • 1329
2021 წელს „თურქვიზია“ ჩატარდება ქალაქ შუშაში, რომელიც ბაქომ დაიკავა

ევროვიზიის ალტერნატიული კონკურსის, თურქვიზიის სიმღერის კონკურსის ჩატარება 2021 წელს მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში/შუშში იგეგმება.

ქალაქი მთიანი ყარაბარის დე ფაქტო დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან (აზერბაიჯანულად ხანქენდი) ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

შუშა/შუში მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად რამდენიმე კვირის წინ ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის კონტროლიდან ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა.

ამასთან, შუშას/შუშს ორივე მხარისათვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ქალაქს თავიანთი „კულტურის აკვნად“ მიიჩნევენ.

როგორც კავკასიის შესახებ გამოცემა OBCT წერს, თუკი აზერბაიჯანისთვის ის „დაკარგული კულტურული დედაქალაქი“ იყო, სომხებისთვის წარმოადგენდა რთული ისტორიული ბედისგან თავის დაღწევის სიმბოლოს.

თურქვიზია ყოველწლიური კონკურსია თურქულ მუსიკალურ არხ TMB TV-ზე, რომელიც 2013 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარის საფუძვლად თურქული მხარე ასახელებს ხმის მიცემის პროტოკოლის ცვლილებას და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი პოლიტიზებულია.

თურქვიზია 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი