ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოწინააღმდეგემ ღამით ქალაქ შუშას მიმართულებით გახსნა ცეცხლი – აზერბაიჯანი

3 სექტემბერი, 2021 • 935
მოწინააღმდეგემ ღამით ქალაქ შუშას მიმართულებით გახსნა ცეცხლი – აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 სექტემბრის ღამეს, 01:00 საათიდან 02:15 საათამდე პერიოდში, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალაქ შუშაში მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა.

“აზერბაიჯანელი სამხედროების სწრაფი და დაუყოვნებლივი მოქმედებების შედეგად, მოგერიებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარე, რომელმაც განიცადა დანაკარგები.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია რუსული მშვიდობისმყოფელთა მისიის ხელმძღვანელი და თურქულ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი.

თუ ამგვარი მცდელობები კვლავ განმეორედება, შესაბამისად მიღებული იქნება მკაცრი და ადეკვატური მოქმედებები აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხურ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ქალაქ შუშას მისადგომებთან, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვერ აკონტროლებს, რუსული სამშვიდობო პერსონალი და ბლოკ-პოსტებია განთავსებული.

მხარეებს შორის შეიარაღებული მცირე ინტენსივობის დაპირისპირება პერიოდულად ახლდება როგორც მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ასევე, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე, რაც ზოგჯერ მსხვერპლით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი