ახალი ამბები

საოლქო კომისიებთან საქართველოს მასშტაბით ოპოზიცია აქციებს მართავს

4 ნოემბერი, 2020 • 935
საოლქო კომისიებთან საქართველოს მასშტაბით ოპოზიცია აქციებს მართავს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან, მათ შორის, ბათუმში, წყალტუბოში, გლდანში, ვაკე-საბურთალოში, ისანსა და ბოლნისში.

ვითარება დაძაბულია ყველა საარჩევნო კომისიასთან. საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავს, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოლქო კომისებმა მათ უარი უთხრეს საჩივრების განხილვაზე დასწრებაზე. ისინი საჩივრების განხილვაზე დასწრებას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

შეხლა-შემოხლის დროს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდით მდებარე შენობის ვიტრინა ჩაიმსხვრა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიტრინის ჩამსხვრევა გამოიწვია პოლიციის მიწოლამ, რასაც ადგილზე მყოფი პოლიცია უარყოფს.

ბათუმის საოლქო კომისიასთან იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ დაშავებულთა შორის არის პოლიციელიც. მისი თქმით, საოლქო კომისიის შენობას პოლიცია ძალადობრივი შეჭრისგან იცავდა, რა დროსაც, მიწოლისას ჩაიმსხვრა ვიტრინა.

“ბათუმელების” პირდაპირი ეთერი ბათუმის საოლქო კომისიიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი