ახალი ამბები

განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში – ვირუსი ოჯახის წევრს დაუდასტურდა

3 ნოემბერი, 2020 • 689
განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში – ვირუსი ოჯახის წევრს დაუდასტურდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, აცხადებს სამინისტრო. 

“კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს”, – ნათქვამია სამინისტროს 3 ნოემბერს გავრცელებულ ცნობაში. 

კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აჭარის ჯანდაცვის მინისტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი