ახალი ამბებიეკონომიკა

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით

2 ნოემბერი, 2020 • 792
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით
პარლამენტთან 19.00 საათისთვის შეიკრიბნენ მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერების ნაწილი – კვირას დაანონსებულ მასშტაბურ აქციამდე ისინი გეგმავენ ყოველ საღამოს შეკრიბნონ პარლამენტის შენობასთან და გააპროტესტონ არჩევნების შედეგები, რომელიც მათი თქმით გაყალბებულია და არ ასახავს ხალხის ხმას.

“დიდი აქცია იქნება იმ დღესაც, როდესაც პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება”, – აცხადებს გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი. ევროპულმა საქართველომ სხვა პარტიებთან ერთად, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში ხვდებიან, დღეს განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე.
ოპოზიცია მასშტაბურ აქციას  კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე გეგმავს.
 დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი