აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში, სახლში მკურნალობს.

დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა.

გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში