ახალი ამბები

გახარია თვითიზოლაციაში გადადის

1 ნოემბერი, 2020 • 1146
გახარია თვითიზოლაციაში გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას გახარია საკუთარი Facebook-ის პოსტით ავრცელებს.

გახარია საკუთარ პოსტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრის შემდეგ, აცხადებს, რომ მუშაობის გაგრძელება თვითიზოლაციის რეჟიმში უწევს.

“სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას”, – ნათქვამია გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, 19 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება, რომ გურიაში ვიზიტის შემდეგ, გაკეთებული ჰქონდა ვირუსზე ტესტი, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ არ რჩებოდა თვითიზოლაციაში ტესტის გაკეთების შემდეგაც, უპასუხა, რომ მას პირბადე ყოველთვის ეკეთა და ტესტის გაკეთების შემდეგ თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი