ცესკოს განახლებული წინასწარი მონაცემებით,  დიდუბეში მეორე ტურში „გირჩის“ კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე გადავიდა. მისი ოპონენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ვოლსკი იქნება.

ჯაფარიძემ ახალი მონაცემების თანახმად, ხმების 21.09% აიღო. მას ხმა 14529 მოქალაქემ მისცა.

მანამდე, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით ანა დოლიძე უსწრებდა. ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინსტრაციამ შემდგომ შეცვალა.

რაც შეეხება გიორგი ვოლსკის, მან 42.69% აიღო.