ახალი ამბები

საბოლოო მონაცემებით არჩევნებზე ამომრჩეველთა 56.11%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

31 ოქტომბერი, 2020 • 938
საბოლოო მონაცემებით არჩევნებზე ამომრჩეველთა 56.11%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ცესკოს მონაცემებით, დღეს, 31 ოტქომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11 %-ია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქალაძემ განაცხადა.

ეს მონაცემები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობაზე მეტია, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-მა (1, 814, 276-მა ამომრჩეველმა) მიიღო.

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

მასალების გადაბეჭდვის წესი