ახალი ამბები

აქტივობა 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირებულია – PVT

31 ოქტომბერი, 2020 •
აქტივობა 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირებულია – PVT

“სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით, 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 19.1% (+/-0.2% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად უმნიშვნელოდ შემცირებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემთან შედარებით (19.7%).

ISFED-ის მონაცემებით, თბილისში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 18.2%-ია, რაც წარმოადგენს მცირედ ზრდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 12 საათისთვის დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (17.9%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 19.4% შეადგინა, მაშინ, როდესაც 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 20.6% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სისწრაფე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათამდე პერიოდში, საარჩევნო უბნების 72.1%-ზე (2016 წელს – 70.7%) ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, უბნების 27.9 %-ზე (2016 წელს – 29.3%) ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 19.41%-ის აქტივობა დაფიქსირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი